|
10.04.2009
საქართველოში პირველად ლტოლვილებზე სამგზავრო დოკუმენტების (პასპორტების) გაცემა დაიწყო, რომლითაც ისინი საზღვარგარეთ გასვლას შეძლებენ. პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ხელისუფლებისგან სამგზავრო დოკუმენტებს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
???????????
18.02.2008
სპეციალური რეპორტაჟი
დუისის საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ პატარა ოთახში ხალხმრავლობაა. აქ ჩეჩენი ლტოლვილების ოჯახი ცხოვრობს. მათ სხვებზე ნაკლებად გაუმართლა და ჩასახლებიდან დღემდე „ინტერნატში“ უწევთ ცხოვრება. 1999 წელს ასე ყველა ლტოლვილი ცხოვრობდა, თუმცა ზოგს საკუთარი სახლები ქისტებმა დაუთმეს. დანარჩენები კი საავადმყოფოს თუ სხვა დაწესებულების შენობაში დარჩნენ.
???????????
15.02.2008
ჩეჩენ ლტოლვილებს საქართველოში ინტეგრირებას სთავაზობენ, ისინი კი საკუთარ მომავალს საქართველოში ვერ ხედავენ...
2007 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 1097 ლტოლვილი იყო დარეგისტრირებული. 1999 წელს, ჩეჩნეთის ომის განახლების შემდეგ, ისინი პანკისის ხეობის სოფლებში საერთო საცხოვრებლებში ჩაასახლეს. ზოგი მათგანი ადგილობრივმა ქისტებმა საკუთარ სახლებში შეიკედლა, ზოგიც დღემდე საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს.
???????????
25.06.2007
საიდის და მადინას მეზობელი ეზოში ჭურჭლის რეცხვით ისეა გართული, რომ არც კი შეუმჩნევია, როგორ შევაღეთ მე და ჩემმა ფოტოგრაფმა რკინის კარი და თავზე წავადექით. გასაპნული ხელები ჩამოიბერტყა მეზობელმა:
-საიდ, თქვენ გეძებენ, ზევითკენ აიძახა...
???????????
18.06.2007
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციელთაგან ჩახოცილი ავთო და ვახო გუმაშვილების ახლობლები ერთი წელია დამნაშავე პოლიციელთა დასჯას და გადამწვარი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ამაოდ ითხოვენ. ხეობაში მცხოვრებ, უსამართლობით აღშფოთებულ ქისტებს გადაწყვეტილი აქვთ განუკითხაობას ქისტური ტრადიციით დაუპირისპირდნენ და სისხლი აიღონ.
???????????
16.05.2007
გუშინ ღამით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შენობის წინ დაბანაკებული ჩეჩენი ლტოლვილები, სამართალდამცავებთან შეთანხმების შემდეგ, დაიშალნენ. ერთ-ერთი პანკისელი ჩეჩენის განცხადებით, სამართალდამცავებსა და ლტოლვილებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ დაშლა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, გლუკიდან გამოვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ ერთ კვირაში ისინი ლტოლვილებს, მესამე ქვეყანაში გადასახლების შესახებ, ოფიციალურ პასუხს გასცემენ. ლტოლვილები კვლავ თბილისში რჩებიან და გლუკის პასუხს ელოდებიან.
???????????
15.05.2007
პანკისელი ჩეჩნები მეორე დღეა ყაზბეგის #2-ში, გაეროს უმაღლესი კომისარიატის ეზოში აქციებს მართავენ. 30 ლტოლვილისაგან შემდგარი 7 ოჯახი გაეროს უმაღლეს კომისარიატს მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს და აქციის შეწყვეტას არ აპირებს.
???????????
12.04.2007
ადამიანის უფლებების დამცველები საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ჩეჩნეთიდან ლტოლვილები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდებიან უკანონო ქმედებების მსხვერპლნი. მათზე თავდასხმისა და მკვლელობის ფაქტებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო.
???????????
17.10.2006
საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის ჯარში იძულებით წაყვანისთვის შესაძლოა სამხედრო კომისარი და სოფელ ჯოყოლოს საკრებულოს თავმჯდომარე დააპატიმრონ. ვახიდ ბორჩაშვილი სამხედრო სამსახურიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევით 2 თვის შემდეგ გამოუშვეს, მისი ოჯახი კი საქმის ბოლომდე მიყვანას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.
???????????
05.10.2006
არასამთვრობო ორგანიზაციები წვევამდელთა უფლებების დასაცავად გამოდიან. ისინი ხელისუფლებას ჯარში უკანონოდ, ძალით წაყვანის აკრძალვისკენ მოუწოდებენ და კანონმდებლობის იმ მუხლებს ახსენებენ, რითაც წვევამდელთა უფლებები ხშირად ირღვევა.
???????????
[1] 2
3
|
თქვენი აზრით: ირღვევა თუ არა ჩეჩენ ლტოლილთა უფლებები საქართველოში?
???????? |
??????
|