|
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ადამიანის უფლებათა ცენტრი' (ყოფილი 'ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი') 1996 წლის 10 დეკემბერს დაარსდა.
ორგანიზაციის პრიორიტეტები:
კანონის უზენაესობის ხელშეწყობა
• ხელი შეუწყოს ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას, კონტროლი გაუწიოს მის აღსრულებას.
• ნებისმიერ მსურველს გაეწიოს უფასო იურიდიული დახმარება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის საჭირო ყველა კანონის და იურიდიული დაცვის მექანიზმების შესახებ.
• გამოვლინდეს და გამოქვეყნდეს კანონდარღვევათა ფაქტები და პასუხისმგებელმა ორგანოებმა მოახდინონ მათზე რეაგირება.
• მონიტორინგი გაეწიოს სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება:
• მესამე სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
• მოსახლეობის ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
• საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, კონფლიქტურ ზონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.
სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობა:
• დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობა.
• ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტთა ქსელის შექმნა.
• ადამიანის უფლებებზე ჟურნალისტური გამოძიებების წარმოება.
• ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა-გამოქვეყნება.
დისკრიმინაციის აღკვეთა:
• უმცირესობათა უფლებების დაცვა.
• ზრუნვა საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა ინტეგრაციაზე
• ტრეფიკინგის პრევენციის ხელშეწყობა
• კონფლიქტურ ზონებში სამშვიდობო კამპანიის წარმოება.
ცენტრი მუშაობს შემდეგ პროგრამებზე:
ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები; ტრეფიკინგი; ლტოლვილები; მედია; კონფლიქტების პრევენცია; ადამიანის უფლებათა განათლება; სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები;
ცენტრი გაწევრიანებულია შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქსელებში:
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH);
- წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (SOS-Torture OMCT Network);
- ,,ადამიანის უფლებები საზღვრების გარეშე“ (HRWB);
- ადამიანის უფლებათა ინფორმაციის და დოკუმენტაციის საერთაშორისო სისტემები (HURIDOCS);
- მშვიდობის საერთაშორისო ბიურო (IPB);
- ბავშვთა უფლებების საინფორმაციო ქსელი (CRIN);
- სამოქალაქო მშვიდობის სამსახურების ევროპული ქსელი (EN. CPS);
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასამთავრობოთა კოალიცია (ICC);
-
UNITED for Intercultural Action - ევროპული ქსელი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდასაჭერად.
ორგანიზაცია გამოხატავს მადლიერებას იმ ორგანიზაციების და ფონდების მიმართ, რომლებმაც ცენტრს აღმოუჩინეს ფინანსური დახმარება სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში. მათ შორის არიან:
- ევროპის საბჭო;
- გაეროს ბავშვთა ფონდი;
- ეუთო;
- ევროკომისია;
- “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის”, NED (აშშ);
- კანადის საელჩო;
- კორდეიდი (ნიდერლანდები);
- მსოფლიო ბანკი;
- ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო/ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი;
- ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ფონდი;
- საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და განვითარების თანამშრომლობის გენერალური სამდივნო (YDAS);
- ფრიდრიჰ ებერტის ფონდი;
- ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი);
- შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო;
- შვედური ინსტიტუტი;
- ციხის საერთაშორისო რეფორმა /ევროკავშირი;
- შვეიცარიის საელჩო;
- ნიდერლანდების საელჩო.
|